თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს გაიხსნება

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს გაიხსნებათბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს ნინო ჟვანიას ფილმით„აღლუმი“ გაიხსნება და 9 დეკემბრამდე გასტანს.

ამ და სხვა დეტალების შესახებფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. დედაქალაქის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, თბილისისსაერთაშორისო კინოფესტივალი არა მარტო დედაქალაქის, არამედ მთლიანად რეგიონისერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენაა.

„ამ კინოფესტივალის მნიშვნელობას განსაზღვრავს მისი პროგრამა, რომელიცმრავალფეროვანი და აქტუალურია. მნიშვნელოვანია ასევე მთავარი თემა – „ლიტერატურადა კინემატოგრაფი“, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთგვარი გამოძახილი არის დაიმედი მაქვს, რომ სხვა ფესტივალებიც გაატარებენ ამ ხაზს. ასევე, მინდა ავღნიშნო ისმასტერკლასები და ლექციები, რომელიც ფესტივალის განრიგშია. თბილისის მერიისთვისპრიორიტეტულია არაფორმალური განათლება და სწორედ ამიტომ, ძალიან საინტერესოაჩვენთვის ფესტივალის ეს კომპონენტი. მომავალ წელს ფესტივალი 20 წლის ხდება დავფიქრობ, რომ მთელი წლის განმავლობაში საიუბილეო წელს ერთად აღვნიშნავთ“, -განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

8 დეკემბერს გამოვლინდებიან ოქროსა და ვერცხლის „პრომეთეს“ მფლობელები.კონკურსში მონაწილე 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიდან ერთ-ერთი ქართულია -გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“.საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ლიეტუველი რეჟისორი, რაიმუნდასბანიონისია, ხოლო ჟიურის შემადგენლობაში არია: ნიმა ჯავიდი, არჩილ ქიქოძე, კანაკოჰაიაში და სელინ ნუსი.ეროვნული კონკურსის „ქართული პანორამის“ ფარგლებში დაჯილდოვდება საუკეთესოფილმები სამ კატეგორიაში: სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი. ქართულ პანორამას, ტრადიციულად, გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეოინსტიტუტის -„არსენალი“ და ბერლინის კინოფესტივალის – „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმი“დამფუძნებლები, ერიკა და ულრიხ გრეგორები ესპანელ კინოკრიტიკოს ევა პიედროსთანერთად შეაფასებენ. კინოფესტივალის ოფიციალური ჯილდოების გარდა, მეორე წელია პრიზს ევროკავშირიცაწესებს. EU4GEORGIA-ს ინიციატივით დაკომპლექტებული ჟიური რჩეულს იმ 7 ფილმსშორის გამოავლენს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკას ეხმიანება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გადაცემის, „ილუზიონის“ ავტორები,კინომცოდნეები ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი საერთაშორისო კონკურსისმონაწილეთა შორის ტელეპროექტის რჩეულს გამოავლენენ. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ცნობილიბრიტანელი რეჟისორი, პიტერ გრინევეი ეწვევა. მის ანგარიშზე ისეთი ფილმებია,როგორებიცაა „მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი“, „რვანახევარიქალი“, „პროსპეროს წიგნები“. ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში „ბაფტას“მფლობელი რეჟისორი მასტერკლასს ჩაატარებს. 8 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიალის შემდეგ ნაჩვენები იქნება რუპერტევერეტის „ბედნიერი უფლისწული“, რომელიც ოსკარ ვაილდის ცხოვრების უკანასკნელდღეებზე მოგვითხრობს. ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს ფესტივალი წარმოგიდგენთსექციებში – „ჰორიზონტები“, „დამზადებულია გერმანიაში“ და „ევროპული ფორუმი“.კინოფესტივალის ფოკუსში ყოველწლიურად ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელსეს ქვეყანა იტალიაა. მაყურებლები ფესტივალის ორგანიზატორებისა და იტალიის საელჩოსინიციატივით, ბოლო პერიოდის აღიარებულ ნამუშევრებს იხილავენ. მათ შორისაა ალიჩერორვაჰერის „ბედნიერი ლაზარო“, მარიო მარტონეს „კაპრი-რევოლუცია“, დარიოარჯენტოს „სუსპირია” – იტალიური კინოკლასიკის რესტავრირებული ვერსია, რომელიც1977 წელს გამოვიდა. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელი თემა ლიტერატურაა.„ლიტერატურისა და კინოს“ სექციაში კინომოყვარულები მწერლებზე გადაღებულიბიოგრაფიული ნამუშევრებისა და ნაწარმოებთა ეკრანიზაციების ნახვას შეძლებენ. მათშორის არის სტეფან კაასის „ეთგარ კერეთი: დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე”, პერნილფიშერ კრისტენსენის სურათი „ახალგაზრდა ასტრიდი“ სახელგანთქმული შვედი საბავშვომწერლის, ასტრიდ ლინდგრენის შესახებ. სექციაში „რეჟისორი ფოკუსში“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკრაინელრეჟისორს, სერგეი ლოზნიცას უმასპინძლებს. პროფესიით მათემატიკოსი ლოზნიცა წლებისგანმავლობაში ხელოვნური ინტელექტის თემაზე მუშაობდა. თუმცა, 90-იანი წლებშიგერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ნანა ჯორჯაძის ჯგუფში რეჟისურისშესწავლა დაიწყო. 2010 წელს მისი ფილმი „ჩემი ბედნიერება” კანის კინოფესტივალისმთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. 2012 წელს კი, ასევე, კანში ფილმი „ნისლში”ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინირებული. 2014 წელს ლოზნიცამ „მაიდანი” გადაიღო,რომელიც 2013-2014 წლის კიევის საპროტესტო აქციებს აღწერდა. თბილისისსაერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ლოზნიცას ახალი ფილმები „დონბასი”,„პროცესი“ და “გამარჯვების დღე” იქნება ნაჩვენები. სერგეი ლოზნიცას „პრომეთეს“საპატიო ჯილდო გადაეცემა.წლევანდელი კინოფესტივალის ფარგლებში ბალტიისპირეთის ქვეყნებისდამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღინიშნება. „ამირანში“ ლატვიური, ლიეტუვური,ესტონური ნამუშევრების ჩვენება შედგება. სექციაში 15 ფილმი იქნება წარმოდგენილი. მათშორის არის ელმო ნიუგანენის 2015 წლის „1944“, იანის ნორდსის 2013 წლის ფილმი„მიყვარხარ, დედა!“, ლუგილებ არჯუკაიტეს „მჟავის ტყე“. სექციის „დამზადებულია გერმანიაში“ ფარგლებში მაყურებლები უახლეს ფილმებს ნახავენ.აღნიშნული სექცია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და თბილისის საერთაშორისოკინოფესტივალის ინიციატივით იქმნება. სექციაში 5 ფილმი შედის – ემილი ატეფის „3 დღეკვიბერონში“, ტობიას ვიმანის „ამელი გარბის“, იზაბელ პრალის „წვიმის აღწერის ათასიხერხი“, ტომას შტუბერის „დახლებს შორის“ და ლარს კრაუმეს „მდუმარე პროტესტი“.
შვედეთის საელჩოსა და შვედეთის კინოს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, თბილისისსაერთაშორისო კინოფესტივალი ლეგენდარული შვედი კინორეჟისორის, ინგმარ ბერგმანის100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენებ ფილმთა შორის იქნება„პერსონა“, „შემდგომის სონატა“ და „მარწყვის მდელო“. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის დღეს, 9 დეკემბერს კინოთეატრ„ამირანში“ იორგოს ლანტიმოსის ფილმის, „ფავორიტის“ პრემიერა შედგება. რეჟისორისანგარიშზე ისეთი ნამუშევრებია, როგორებიცაა „ეშვი“ და „ლობსტერი“. „ფავორიტში“მთავარ როლებს ემა სტოუნი, რეიჩელ ვაიზი და ოლივია კოლმანი ასრულებენ. თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო „პრომეთე“ სახელგანთქმულქართველ რეჟისორს, გიორგი შენგელაიას გადაეცემა. ასევე, შენგელაიას 1962 წელსგამოსული ფილმის, „ალავერდობის“ განახლებული, დიგიტალური ვერსიის ჩვენებაგაიმართება. ფესტივალი ხორციელდება თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კინემტოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ბრიტანეთისსაბჭოს, ფრანგული ინსტიტუტის, გოეთეს ინსტიტუტის და საქართველოში იტალიის,ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, შვედეთის, ესპანეთის, პოლონეთის და უნგრეთისსაელჩოების მხარდაჭერით.

banner
წინა სტატიაშიმომღერალმა ნათია თოდუამ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა და მასთან ერთად ენგურზე მივიდა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა