2013-2018 წლებში ფოთში განხორციელებული პროექტები

მნიშვნელოვანი პროექტები ფოთში რომლებიც 2013-2018 წლებში განხორციელდა:

• განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები. შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი გახდა 24-საათიანი წყალმომარაგებით
• სრულად რეაბილიტირდა მდინარე რიონის წყალგამყოფი ჰიდროკვანძი
• დაიწყო ფოთის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა
• მიმდინარეობს მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობა
• კეთილმოეწყო ნაგავსაყრელი

• შეიქმნა 4 და გაფართოვდა 9 საწარმო
• დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 17 პროექტი
• პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდა კომპანია ,,აჭარა ტექსტილეს“ სამკერვალო ფაბრიკა. დასაქმდა 800 ადამიანი.

• სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა საჯარო სკოლებში
• სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით
• საზოგადოებრივი კოლეჯი ფაზისი აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; მოეწყო ინოვაციური ტექნოლოგიური ლაბორატორია
• აშენდა 1 და რეაბილიტირდა 8 საბავშვო ბაღი

• ბინები გადაეცა 393 დევნილ ოჯახს
• საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 1624 დევნილ ოჯახს.
• დევნილთა დასახლებაში 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

• ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა
• ფოთში გაიხსნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა, სამსახურს გადაეცა რეანიმობილი, რომელიც უფასოდ ახორციელებს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ტრანსპორტირებას
• განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი
• დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასის მატება
• ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 317-მა ბავშვმა, გაიცა ჯამში 830 700 ლარი
• სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 250 ბენეფიციარზე გათვლილ თანადგომის სახლს

• აშენდა გემთსარემონტო სახელოსნო
• აშენდა გემების დროებითი განთავსების მოედანი და გემების ამოსაღები ესტაკადა;
• რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დაცვის პოლიციის შენობას
• განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება

• შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 56-მა პირმა

• გაზიფიცირდა 17 109 აბონენტი ფოთში. 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება

• გაიხსნა ფოთის იუსტიციის სახლი

• სრულად რეაბილიტირდა ნიკო ნიკოლაძის კოშკი

• მიმდინარეობს მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა
• მიმდინარეობს ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა
• მოეწყო ევროსტანდარტების სარაგბო ბაზა ,,პარკი-არენა’’
• აშენდა რაგბის სტადიონი
• რეაბილიტირდა კრივის დარბაზი და მინი სპორტული მოედნები

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი საბანკო სექტორში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაTimes-მა რუსულ “მაშა და დათვს” პუტინის პროპაგანდა უწოდა