2003 წლის 23 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულმა ხალხმა შევარდნაძის ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტით შეცვალა. ოცდღიან პროცესის სათავეში იდგნენ ოპოზიციური ლიდერები – მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია.
პროტესტის კულმინაცია გახდა პარლამენტში დემონსტრანტების შესვლა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ახალი არჩევნები დანიშნა.
ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი 23 ნოემბერს საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხ თარიღად მიიჩნევს – დღედ, რომელმაც მძიმე კრიზისი შეცვალა და ახალი სახელმწიფოს აშენებას ჩაუყარა საფუძველი.
















