22-ე ბატალიონმა ფარვანის პროვინციაში საპატრულო ოპერაცია ჩაატარა

ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის “ბრავო” ასეულმა , სოფელ აკაკხელში საპატრულო ოპერაცია ჩაატარა.
როგორც “თაიმერს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქართველი სამხედროების გარდა პატრულირებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანეთის არმიის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.

კოალიციური ძალების სამხედროები სოფლის უხუცესს – მალიკს შეხვდნენ და მისგან დასახლებაში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ადგილობრივი მცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მალიკთან საუბრისას გაირკვა, რომ აკაკხელს ყოფითი პრობლემებიდან ყველაზე მეტად სასმელი წყლის ჭებისა და სხვა სოფლებთან თუ დასახლებულ პუნქტებთან დამაკავშირებელი ბოგირების გაუმართაობა აწუხებს. საპატრულო ჯგუფმა აღნიშნული საკითხები დაწვრილებით შეისწავლა, ინფორმაცია შეაგროვა და შემდგომი რეაგირებისთვის ამერიკული კონტინგენტის მეთაურობას გადაუგზავნა.

II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზეა დისლოცირებული. ქართული ქვედანაყოფი ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიმომსახურების სააგენტოში 9 წლის იუბილესთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატიახელვაჩაურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს