22 დაკავებული და ათობით დაჭრილი – ბრიუსელში მუსიკალური ფესტივალი დაშალეს

გუშინ საღამოს, 1 აპრილს, ბრიუსელში მუსიკალური ფესტივალის დაშლის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, 22 კი დააკავეს. პოლიციის შეფასებით, პარკში 1500-5000 ახალგაზრდა შეიკრიბა, რაც კორონავირუსის გამო ქვეყანაში არსებული შეზღუდვების დარღვევაა. პარკში გამოჩენილ პოლიციას შუშის ბოთლები და სხვა საგნები ესროლეს. სამართალდამცველებმა ფესტივალის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

“ჩვენ ბევრჯერ გავაფრთხილეთ ხალხი, რომ მათ დავშლიდით… სამართალდამცველები ძაღლებით და საცხენოსნო პოლიცია მეორე რიგში იდგნენ, პირველში – სწრაფი რეაგირების რაზმი. წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოვიყენეთ, რადგანაც ხალხი უკან ბრუნდებოდა. ჩვენ ერთიდაიგივე მოქმედების რამდენჯერმე გამოყენება მოგვიხდა” – ასეთი კომენტარი გააკეთა ბრიუსელის პოლიციის წარმომადგენელმა იკსელ ილს ვან დე კეერემ.

ფესტივალის სტუმრებიდან დაშავდა რვა პირი, სამართალდამცველებიდან – 26, ცხენებმაც მიიღეს ტრავმა.
პოლიცია ფესტივალის ორგანიზატორებს ადგენს.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიკასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანეს მიერ დედა სოსანას ქუჩაში დატოვების ფაქტს ქალთა ორგანიზაცია ეხმინება