22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 962 165 აცრა

22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 962 165 აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 675 978 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 23.7%.

სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 10.0%

21 აგვისტოს აიცრა 23 303 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში აცრა მიმდინარეობს ვაქცინებით: „ფაიზერი”, “ასტრაზენეკა”, “სინოფარმი”, “სინოვაკი”.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 425 თბილისში, 598 აჭარაში, 506 კი იმერეთში დადასტურდა
შემდეგი სტატიასამხედრო ექიმები მოქალაქეების ვაქცინაციის მიზნით სიღნაღის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ