14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

22 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტმანეტის ინფორმაციით, 22 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, სეზონის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან მკაცრ კონტროლს განახორციელებს.

„გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

ნადირობის სეზონი მომდევნო წლის 1-ელ მარტამდე გაგრძელდება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან კანონი, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

ნადირობისთვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები, დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით და ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდები იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://des.gov.ge/Ge/HuntingSeason“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე: კი უნდა იცოდეს, რომ თითოეული მოქალაქის უფლება დაცულია, მით უმეტეს, მისი ოჯახის
შემდეგი სტატიალევან მაჭავარიანი: აგენტურულ ოპოზიციას და მათთან აფილირებულ მდიდარ NGO-ებს, ბოდიში აქვთ მოსახდელი საზოგადოებისთვის