22-23 ივლისს თბილისი-პარიზი-თბილისის სპეციალურ რეისს Wizz Air შეასრულებს

საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების მიზნით 22-23 ივლისს თბილისი-პარიზი-თბილისის სპეციალურ რეისს ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაცით, სპეციალურ რეისი პარიზი-თბილისის მიმართულებით 22 ივლისს, 21:20 საათზე შესრულდება, თბილისიდან პარიზის მიმართულებით კი – 23 ივლისს, 09:00 საათზე.

ცნობისთვის, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების მიზნით რამდენიმე რეისი უკვე შესრულდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთი გზის ბილეთის ფასი 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.

banner
წინა სტატიაში23 წლის ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ერთადერთზე – რადიკალური და უფრო მერტიც, კრიმინალური ოპოზიციის მოქმედებებზე