213-ე ბაღში მომხდარ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე 2 მუხლით აღიძრა

policia

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 213-ე ბაღში მომხდარ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე 2 მუხლით აღიძრა. საუბარია 151-ე მუხლზე, რაც მუქარას ითვალისწინებს, ასევე 231-ე მუხლზე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ეხება.

შეგახსენებთ, 213-ე ბაღის დირექტორმა და მასწავლებლებმა განაცხადეს, რომ ნასვამმა მამამ ბავშვს იარაღი მისცა და მოუწოდა ესროლა იმისთვის, ვინც არ მოსწონდა. შემთხვევა გუშინ, 26 ნოემბერს მოხდა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია და “საქართველოს რკინიგზა” შემოვლითი რკინიგზის განსახორციელებლად სამ შესაძლო ვარიანტზე მუშაობს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: არჩევნები საქართველოსთვის იქნება გარდამტეხი ქვეყნის შიგნით და გარეთ