თბილისში მომხდარი 21 წლის ფატიმა ქერიმოვას სასტიკი მკვლელობის ბრალდებით, მისი ბიძაშვილი თურქეთში დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ქალი თბილისში აზერბაიჯანიდან, შეყვარებულთან ერთად ივნისის დასაწყისში ჩამოვიდა. თუმცა, მეგობარმა კაცმა ის მალევე ქუჩაში დატოვა. მოკლულის დის განცხადებით, ამის შემდეგ საქართველოში მათი ბიძაშვილი ჩამოვიდა, ბინა იქირავა და ფატიმა მასთან საცხოვრებლად გადაიყვანა, მოგვიანებით კი წამებით მოკლა.
გავრცელებული უმძიმესი დეტალების თანახმად, მკვლელობის ჩადენის შემდეგ ბრალდებულმა ბიძაშვილმა გარდაცვლილ ფატიმა ქერიმოვას ფოტოები გადაუღო და მოკლულის დას გაუგზავნა.
მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავების მხრიდან მიმდინარეობს აქტიური გამოძიება.


















