21 თებერვლიდან კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

21 თებერვლიდან გლდანის რაიონში, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

სამუშაოების მსვლელობისას, კერძო ავტომობილები ხიზანიშვილის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილისკენ გადაადგილებას ხიზანიშვილის, ომის გმირების ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის საშუალებით შეძლებენ. თიანეთის გზატკეცილიდან ვეკუას ქუჩისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება თიანეთის გზატკეცილის, ომის გმირების, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდაკვარტალური გზებით.

სამუშაოების ფარგლებში, N51 ავტობუსის მარშრუტში ცვლილებები განხორციელდება. კერძოდ, გლდანულადან მომავალი ავტობუსი, ქერჩის ქუჩის დახმარებით გადაადგილდება, ხოლო უკუმიმართულებით, ავტობუსი ვასაძის ქუჩის გავლით, მოსულიშვილის ქუჩაზე გადაადგილდება და შემდგომ სვლას გლდანულას მიმართულებით განაგრძობს.

კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას გლდანის რაიონის გამგეობა განახორციელებს. აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად მოწესრიგდება და ასფალტის საფარი დაიგება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

banner
წინა სტატიაშიბაქრაძე: მზად ვართ, დღესვე დავსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ელჩების მონაწილეობით
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: ღარიბაშვილი თვითონ არის ისეთი კანდიდატურა, რომელსაც მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერთ