21 სექტემბერს ერთობლივ ლოცვასთან დაკავშირებით პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ვრცელდება

საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევას 21 სექტემბერს ერთობლივ ლოცვასთან დაკავშირებით.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით 21 სექტემბერს, 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თითოეული ჩვენგანის, ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა:

„მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!“

ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლში, იმ ადგილას, სადაც არის: ქუჩაში, ტრანსპორტში და სხვა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს, მისი მადლი შეგეწიოთ“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ვებგვერდზე.

დღეს, 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის შობის დღესასწაული აღინიშნება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, უზრუნველყოს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი არჩევნები
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა დაიწყო