21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტებისადა მედიის წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისშუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნოადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, 27სექტემბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს. თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 21 ოქტომბრისარჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა დეტალურად გააცნო. ცესკოსთავმჯდომარემ მათ ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციისწევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების,სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამების,ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთანთანამშრომლობის, საინფორმაციო/საიმიჯო კამპანიისა და სხვამნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. „ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა დავნერგეთ წელს. გვინდა ესყველაფერი გავაცნოთ საზოგადოებას. ჩვენს ანგარიშში მოცემულია ისღონისძიებები და ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება ელექტრონულიტექნოლოგიების დანერგვას საარჩევნო პროცედურებში და რომლებმაცძალიან წარმატებით იმუშავა საპილოტე რეჟიმში. საბოლოო ჯამში დღეს ჩვენწარვადგენთ ჩვენს მზაობას არჩევნების ჩასატარებლად და ყველა იმღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს, არჩევნების მაღალი სტანდარტებისშესაბამისად ჩატარებას“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.თამარ ჟვანიამ ისაუბრა ქცევის კოდექსზე, რომელსაც საარჩევნოადმინისტრაციასთან ერთად 31 ადგილობრივი დამკვირვებელიორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი და შეთანხმდნენ, რომსაქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებულისტანდარტებითა და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.მან ასევე გაამახვილა ყურადღება უსაფრთხო საარჩევნო გარემოსხელშეწყობის მიზნით ცესკოსა და საქართველოს შინაგან საქმეთასამინისტროს შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობისმემორანდუმზე; დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივიტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაზე.მის: დავით აღმაშენებლის მე-13 კილომეტრი, თბილისი 0131, საქართველო;ვებ-გვერდი: cesko.ge; ელ-ფოსტა: pr@cec.gov.ge; ტელ 2 51 00 51- 133
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ცესკოს, თავისუფალი დასამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ათადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმდამემორანდუმი, რომელსაც ერთი პოლიტიკური პარტია შეუერთდა. დოკუმენტზეხელმომწერი მხარეები, საარჩევნო კოდექსში 45-ე, 48-ე, 49-ე მუხლებისერთგვაროვან განმარტებაზე შეთანხმდნენ.2017 წელს ცესკომ და სწავლების ცენტრმა, სხვადასხვა სამიზნეჯგუფებისთვის განახორციელეს 6 საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიცმონაწილეობა მიიღო 8 000-ზე მეტმა პირმა. აღსანიშნავია, რომ საოლქო დასაუბნო საარჩევნო კომისიებში დასაქმდნენ სასწავლო პროექტების„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ და „საარჩევნო განვითარებისსკოლის“ კურსდამთავრებულები; ისინი, ასევე, მოხალისეებად ჩაერთნენცესკოს ახალი ინიციატივის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“განხორციელებაში.მოქალაქეების მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემებისა დასაარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის გადამოწმების მიზნით, საარჩევნოადმინისტრაციამ განახორციელა პროექტის მეორე ეტაპი „იპოვე შენი თავი –იპოვე შენი უბანი“, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 166 აქციაგაიმართა, მათ შორის 20 – თბილისში. ინფორმირების შედეგად,ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემების გადამოწმებისთვისცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისებით 27 სექტემბრის მდგომარეობითისარგებლა – 319 079-მა ამომრჩეველმა.საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის შეიქმნა ელექტრონულირეგისტრაციის პროგრამა, რომელსაც პრაქტიკულად ანალოგი არ აქვს.პარტიების ნაწილმა წარმომადგენელი ყველა დონის კომისიაშიელექტრონული წესით უკვე დანიშნა.საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნოპროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანისაქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისოსტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: მზად ვართ, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის საბოლოო რედაქციის შესახებ კონსულტაციები განვავარცოთ
შემდეგი სტატია„ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია“ – „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში ბანერი გამოფინა