21 ოპოზიციური პარტია კამპანიას „მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“ იწყებს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 14, 2019 14:37

21 ოპოზიციური პარტია კამპანიას „მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“ იწყებს

21 ოპოზიციური პარტია კამპანიას „მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“ იწყებს. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართეს საკანონმდებლო ორგანოს და ხვალ საპროცედურო საკითხთა კომიტეტისგან ხელმოწერების ფურცლის ნიმუშებს ელოდებიან, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტებში ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.

ოპოზიციის მოთხოვნაა, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, თუმცა მანამდე საინიციატივო ჯგუფის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფის უკან დგას 30-ზე მეტი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

„საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტში შეიტანა საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა. ჩვენი მიზანია, მორიგი წარმატებული მცდელობა განვახორციელოთ უვარგისი საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, რათა 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს და საბოლოოდ დასრულდეს ე.წ მაჟორიტარული სისტემა. მარტივად დგას საკითხი, თუ რაღაც კარგია 2024 წელს, რატომ არ შეიძლება ეს კარგი განხორციელდეს 2020 წელს. რატომ უნდა მოიპაროს კიდევ ერთხელ ხელისუფლებამ დაახლოებით მანდატების 25 პროცენტი, როცა ეს შეიძლება გამოვასწოროთ. ბიურომ საკითხი განსახილველად გადასცა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც განიხილავს ჩვენს ინიციტიავას. ჩვენ ველოდებით ხელმოწერების ბლანკის გადმოცემას. გვეძლევა ოთხი თვე, რათა შეგროვდეს ხმები და ჩავაბაროთ პარლამენტს, რათა დაიწყოს საერთო საჯარო განხილვის პროცესი და შემდგომ საპარლამენტო მოსმენები“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 14, 2019 14:37

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics