21 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 9500-ზე მეტი წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი და 48 საერთაშორისო ორგანიზაცია

21 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 9500-ზე მეტი წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი და 48 საერთაშორისო ორგანიზაცია. საარჩევნო პროცესის გაშუქების მიზნით აკრედიტებულია 118 მედიაორგანიზაცია. საკუთარი დამკვირვებლები უბნებიდან გამოწვია პარტიამ “ევროპულმა საქართველომ”.

სამართლიანი არჩევნების განცხადებით, უკონკურენტო საარჩევნო გარემოსა და კორონავირუსის შემთხვევების დრამატულად ზრდის გამო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტურს ლიმიტირებული მისიით, 35 მობილური ჯგუფის საშუალებით დააკვირდება.

“ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილი საარჩევნო უბნებზე, ეს განაპირობა 2-მა ფაქტორმა, ერთი ეს იყო უკონკურენტო საარჩევნო გარემო, მეორე ფაქტორი იყო შექმნილი სიტუაცია, იცით რომ გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები,” – აცხადებს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე.

banner
წინა სტატიაშილევან კობიაშვილი: “მაქსიმუმს გავაკეთებ რათა გავიმარჯვო”
შემდეგი სტატიაკომისიის წევრთა ნაკლებობის გამო ბათუმში 93-ე საარჩევნო უბანი სპეცუბნად გადაკეთდა