21 მილიონი გამოჯანმრთელებული – პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 21 მლნ-ს გადააჭარბა. მონაცემები worldometers-მა განაახლა.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიო ყოველდღიურად იზრდება ვირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობა, 14 სექტემბერის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ 19-ს 928 325 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება ინფიცირებულების საერთო რაოდენობას, მათი რიცხვი 29 მლნ-ს აღემატება.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა, 2020 წლის იანვარში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინნფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. მიმდინარე წლის 20 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსი ახმეტაში – სოფელ მატანში მასობრივი ტესტირებები დაიწყო
შემდეგი სტატიაისრაელში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა