21 მარტს ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სოციალურ ქსელში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.
სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია საქართველოს უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრის, ტყის დაცვა. შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის მოვლა-აღდგენითი ღონისძიებები.
2024 წელს ტყის აღდგენითი ღონისძიებები 1500 ჰა ფართობზე განხორციელდება, 2030 წლისთვის კი, დაახლოებით, 20 000 ჰა ფართობზე.” – ნათქვამია განცხადებაში.