- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
მნიშვნელოვანი
- 21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
სხვა სტატიები
2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.
არსებული კანონმდებლობით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ენიჭებათ არსებული თანმხლები დაავადების მიხედვით სასკოლო ასაკიდან, შესაბამისად ისინი ვერ სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილი სოციალური ბენეფიტებით.
მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გააცნობიეროს არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევის აუცილებლობა, რომელიც იწვევს თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა და მათი ოჯახის წევრების იზოლაციას. მსოფლიო საზოგადოებამ ამ მიმართულებით ბრძოლის იარაღად „უთვალავი წინდის“ აქცია აირჩია, რომლის მიზანიც სწორედ საზოგადოებისთვის იმის შეხსენებაა, რომ „ქრომოსომების განსხვავებული რაოდენობა“ არ არის დაავადება, არ არის გადამდები და არ შეიძლება ამ სიტყვის დამაკნინებელ კონტექსტში გამოყენება. „მზის შვილები“ ხომ ჩვენი მეგობრები არიან და „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.