,,21 ივნისის ღამის შემდეგ,ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ამ ხელისუფლებამ დედაჩემი მოკლა?”

ეს ხელისუფლება მკვლელია, 21 ივნისის ღამის შემდეგ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ამ ხელისუფლებამ დედაჩემი მოკლა? – ამის შესახებ ბაჩანა შენგელიამ განაცხადა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილმა თქვა, რომ 21 ივნისის ღამეს გამოჩნდა რისი გაკეთება შეუძლია ამ ხელისუფლებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

„ეს ხელისუფლება არის მკვლელი ამ ხელისუფლებამ ექვსი თვის უკან მოკლა დედაჩემი ია კერზაია და ექვსი თვეა ეს ხელისუფლება ცინიკურად მიმტკიცებს,რომ გამოიძიებს ამ საქმეს.

ყველა ის აქტორი ვინც ამ დღეებში ასე თავისი დიდებულებით წარმოჩინდა, აქ არის შს მინისტრი მთავარი პროკურორი პარლამენტი თავმჯდომარე, ყველა მატყუებს, პრემიერი სტრასბურგიდან მატყუებს, რომ ამ საქმეს გამოიძიებს.

ეს ხელისუფლება მოკლავს ყველას ჩვენ დავინახეთ რომ თავისი სკამისთვის, ის მოკლავს ახალგაზრდებს, მოკლავს ნებისმიერ, ვინმეს ეჭვი ეპარება იმ ღამის მერე, რომ ამ ხელისუფლებამ დედაჩემი მოკლა?“-მიმართა ბაჩანა შენგელიამ აქციის მონაწილეებს.

banner
წინა სტატიაშიქართველმა ემიგრანტებმა გავრილოვის შემოშვებასა და აქციის მონაწილეების დარბევაზე პასუხი, საქართველოს ელჩს მოსთხოვეს
შემდეგი სტატია,,რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, რომელმაც იცის, საით მიდის და აქვს მკაფიო ევროატლანტიკური პერსპექტივა”