21-ე საუკუნეში პირველად, ნიუ-იორკში მაფიის ბოსი მოკლეს 

ნიუ-იორკის უმსხვილესი ხუთი მაფიური კლანიდან ერთ-ერთის ბოსი ფრენკ კალი, მეტსახელად ფრენკი ბოი ნიუ-იორკში ჩაცხრილეს. “ბიბისის” ინფორმაციით ეს ნიუ-იორკულ “ოჯახებში” პირველი შეკვეთილი მკვლელობაა 1985 წლიდან.

52 წლის ფრენკ კალი კლან გამბინოს ხელმძღვანელი იყო. მას საკუთარ სახლში ექვსჯერ ესროლეს – ქალაქის პოლიციამ გაავრცელა. თვითმხილველების თქმით, მკვლელი მანქანით მოვიდა. ის გაიქცა. მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ. მიმდინარეობს გამოძიება – პოლიციამ თქვა.

ნიუ-იორკში იტალიურ მაფიას ხუთი კლანი აკონტროლებს – ბონანო, გამბინო, ჯენოვეზე, კოლომბო და ლუკეზე.

ნიუ-იორკის მაფიოზურ კლანებს ბევრი ფილმი მიეძღვნა, მათ შორის არის მარიო პიუზოს რომანზე გადაღებული “ნათლიმამა”. ფრენკ კალი, ისევე როგორც იტალიური მაფიის სხვა ოჯახები, იმავე რაიონში ცხოვრობენ, სადაც ფილმის გმირი დონ ვიტო კორლეონე – ამერიკული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი არ ფლობს ინფორმაციას, იგეგმებოდა თუ არა ირაკლი ალასანიას დაკავება
შემდეგი სტატიარუსების მიერ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები გაერომ სამხედრო ტყვეებად აღიარა