19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

21-ე საჯარო სკოლის მშობლები განათლების სამინისტროში შეხვედრისთვის დაიბარეს

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები განათლების სამინისტროში შეხვედრისთვის დაიბარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, მათ სამინისტროში მინისტრის მოადგილე შეხვდებათ.

ცნობისთვის, თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან, რომლის ავარიულობის მიზეზით გუშინ სასწავლო პროცესი გაჩერდა, მშობლების აქცია გაიმართა. აქციის გამართვის მიზეზი, მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინება იყო, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, 18 სექტემბრიდან სკოლაში სასწავლო პროცესი ჩერდებოდა.

როგორც ერთ-ერთი მშობელი აცხადებს, ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ რეჟიმში გაგრძელდება სასწავლო რეჟიმი. თუმცა მისივე თქმით, სკოლის დირექტორი მშობლებს, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას სთავაზობს.

banner
წინა სტატიაშიშაჰიდის რეაქტიული დრონების ჰაერშივე გასანადგურებლად უკრაინამ ახალი გადამჭერი დრონი შექმნა
შემდეგი სტატიამაია ბუწაშვილი: როდესაც ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა, ქვეყნის მთავარი ჯანდაცვის დაწესებულებები მუდმივად განახლებად ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ მოსახლეობას და ჯანდაცვის მუშაკებს