17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

21 დაღუპული და 100 დაშავებული – ესპანეთში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა

ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 21 ადამანი დაიღუპა და 100 დაშავდა, ინფორმაცია ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით საღამოს 6:40 საათზე, კორდობას რეგიონში მოხდა.
სარკინიგზო ავარიის დროს პირველ მატარებელში 300-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, ხოლო მეორე მატარებელში – დაახლოებით 100 ადამიანი.
დაშავებულთაგან 25 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის, ოსკარ პუენტეს განცხადებით, ავარიის მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია.
მისი თქმით, განსაკუთრებულ კითხვებს აჩენს ის გარემოება, რომ მატარებელი ლიანდაგიდან სწორ მონაკვეთზე გადავიდა.
მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი მიმდინარე წლის მაისში იყო განახლებული.

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
შემდეგი სტატიაუკრაინა ომის დასრულების საკითხზე აშშ-თან მოლაპარაკებებს დავოსში გააგრძელებს