14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

21 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 21 აპრილის შეხვედრის დღის წესრიგშია ნათქვამი, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

„მინისტრები აზრებს გაცვლიან სამხრეთ კავკასიაზე, განსაკუთრებული ფოკუსით სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, ერევანში, სომხეთში დაგეგმილ „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტამდე და საქართველოში არსებულ ვითარებაზე“, – ნათქვამია დღის წესრიგში.

ასევე იგეგმება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისა და სუდანის საკითხის განხილვა.

banner
წინა სტატიაშიThe Washington Post – ირანთან მოლაპარაკებებზე აშშ დაკავებული ამერიკელების გათავისუფლებას მოითხოვს
შემდეგი სტატიარომის პაპი: ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს