206-ე ბაგა-ბაღის დირექტორი – ბავშვი უცნაურად იქცეოდა და მშობლებს მისთვის ალტერნატიული ბაღის მოძებნა ვურჩიეთ

206-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მარინა გოგოლაძის განცხადებით, ბავშვი, რომელიც მეორე სართულიდან გადმოვარდა, სპეციალური საჭიროების მქონეა.

მისი თქმით, სამი წლის აღსაზრდელი საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან დილით გადმოვარდა.

დირექტორის ინფორმაციით, ბავშვი ბაღში გასულ კვირას მივიდა და უცნაური ქცევები ჰქონდა.

“ჩვენ მშობლებს ვუთხარით, რომ ბავშვი უცნაურად იქცეოდა და მისთვის ალტერნატიული ბაღი მოეძებნათ. ბავშვს უჭირდა მეტყველება”, – აღნიშნა დირექტორმა.

მისივე თქმით, ბაღში ბავშვი უყურადღებოდ არ იყო.

“შემთხვევის დროს აღმზრდელს ბავშვზე ხელი ეკიდა, ბავშვი გაუსხლტდა და გადმოხტა”, – განაცხადა მარინა გოგოლაძემ.

ბავშვის მშობლები ტელეკემერებთან საუბარს ერიდებიან, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ბავშვს არანაირი სპეციალური საჭიროება არ ჰქონია.

წყარო: WWW.1TV.GE

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, უმეტეს ქვეყანაში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებაა
შემდეგი სტატიაქუთაისში სილამაზის სალონები გაძარცვეს