2030 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურის კლება დაფიქსირდება – ქართველი მეცნიერები

ქართველი, ავსტრიელი, ესპანელი და ფინელი მეცნიერების ჯგუფმა, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თეიმურაზ ზაქარაშვილის ხელმძღვანელობით, მზის მაგნიტური აქტიურობის ცვლილებების თეორიული მოდელი შეიმუშავა.
მოდელის თანახმად ეს ცვლილებები გამოწვეულია მზის შიდა ფენებში როსბის ანუ პლანეტარული ტალღების არსებობით. მეცნიერების გრძელვადიანი პროგნოზირებით 2030 წლისთვის მზეზე ანთებები და ამოფრქვევები მნიშვნელოვნად დაიკლებს, რაც დედამიწაზე მზის მაგნიტურ ზემოქმედებას შეამცირებს. შედეგად შესაძლოა დედამიწის საშუალო ტემპერატურის მცირედი კლებაც დაფიქსირდეს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სპეცოპერაციის საქმის მოწმეების თქმით, მათ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცეს
შემდეგი სტატია“ატყდა ამბავი რ2-ს მანქანები დაუყადაღესო…ამ დროს ჩვენი კუთვნილი წილები კვლავ დაყადაღებულია”