2027 წლის 1 იანვრიდან უნგრეთის ცირკის წარმოდგენებში გარეული ცხოველების გარკვეული სახეობებისა და მათი ჰიბრიდების შეძენა, გამრავლება, ყოლა, წვრთნა, გამოფენა ან მონაწილეობა ოფიციალურად აიკრძალება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია მთავრობის სპიკერის, ევა მაგიარის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა საზოგადოებისა და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მზარდი ზეწოლა, რომლებიც ცირკებში გარეული ცხოველების გამოყენების სრულ შეწყვეტას ითხოვდნენ.
მთავრობის სპიკერის, ევა მაგიარის განცხადებით, ევროპის მასშტაბით ცირკებში გარეული ცხოველების გამოყენება სულ უფრო ხშირად კრძალება.
მისი თქმით, უნგრეთში აქამდე მხოლოდ ნაწილობრივი აკრძალვა მოქმედებდა, რის გამოც ქვეყნებიდან, სადაც უფრო მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებდა, აკრძალული ცხოველები უნგრეთის მოძრავ ზოოპარკებში მაინც ხვდებოდნენ. ახალი რეგულაცია ამ ხვრელს საბოლოოდ დახურავს.








