25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

2026 წლის პირველ კვარტალში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში 5944 პირი მოათავსეს

2026 წლის პირველ კვარტალში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში 5944 პირი მოათავსეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, საერთო ოდენობიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით დაკავებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 4482-ს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მუხლებით დაკავებულთა ოდენობა კი 1327-ს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჯამში 135 მიგრანტი პირი მოთავსდა.

ამასთან, ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული პირებიდან 5725 მამაკაცია, 219 კი ქალი

banner
წინა სტატიაშიშენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: „შეფურთხება“ – ეს არის ჩემი პასუხი „ოცნების“ უმსგავსო ლაპარაკზე „მონანიების” შესახებ