2026 წლიდან პენსია 20-45 ლარით იზრდება, ხოლო კობახიძის, ყაველაშვილის და პაპუაშვილის ხელფასი 1400 ლარით

2026 წლიდან პენსია პენსიონერის პენსია 20-45 ლარით იზრდება, ხოლო ირაკლი კობახიძის, მიხეილ ყაველაშვილის და შალვა პაპუაშვილის ხელფასი 1400 ლარით – ბიუჯეტის პროექტის დოკუმენტი პარლამენტის ვებსაიტზეა ატვირთული.

პროექტის მიხედვით, “ოცნების” პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ხელფასები 16 000 ლარი იქნება.

ვის რამდენით ეზრდება ზელფასი:

“ოცნების” პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს – გაეზრდებათ 1400 ლარით და გაუხდებათ 16 000 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის – 1260 ლარით და ხდება 14 400 ლარი;
მინისტრების, პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეების – 1190 ლარით და ხდება 13 600 ლარი;
დეპუტატების ხელფასი – 1120 ლარით და ხდება 12 800 ლარი.

2025 წლის 1 იანვრამდე პარლამენტის წევრის ხელფასი 4624 ლარი იყო, თუმცა „ქართული ოცნების“ მიღებულმა კანონმა, პირველ ეტაპზე, ის 2,5-ჯერ გაზარდა. გაზრდილ ხელფასებს საჯარო მოხელეები 2026 წლიდან მიიღებენ.

იზრდება მოსამართლეების ხელფასებიც:
უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეების – 1400 ლარით და გახდება 16 000 ლარი;
უზენაესისა და საკონსტიტუციოს მოსამართლეების – 1190 ლარით და ხდება 13 600 ლარი;
სააპელაციოს მოსამართლეების – 1134 ლარით და ხდება 12 960 ლარი;
საქალაქო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეების – 1008 ლარით და ხდება 11 520 ლარი.

პენსია იზრდება:
70 წლამდე პენსიონერების შემთხვევაში – 20 ლარით (გახდება 370 ლარი);
70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის 45 ლარით (გახდება 495 ლარი).

ასევე განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა.

გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექთნებისა და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა.

გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.

banner
წინა სტატიაში“მადლიერები ვართ, რომ თანამებრძოლები ჩვენზე დარდობენ, მაგრამ ამ ეტაპზე შიმშილობის შეწყვეტის წინაპირობებს ვერ ვხედავ” – გედევან ფოფხაძე
შემდეგი სტატია“მადლობა, რომ პუტინის წინააღმდეგ დგახართ” – შვედი პოლიტიკოსი ქართველ ხალხს