2025 წლის ბოლომდე უკრაინა $5 მლრდ-ის სამხედრო დახმარებას მიიღებს

უკრაინა 2025 წლის ბოლომდე, PURL (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნილებების სია) ინიციატივის ფარგლებში, 5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს.

ინფორმაციას ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე რადმილა შეკერინსკა ადასტურებს.

ცნობილია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალა და კრიტიკული სათადარიგო ნაწილები აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან იქნება მიწოდებული.

შეკერინსკას განცხადებით, PURL-ის ლოგისტიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს პოლონეთსა და რუმინეთში არსებული ჰაბების მეშვეობით. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას მუდმივად სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალება, ხოლო NATO-ს ქვეყნების თავდაცვის ინდუსტრიები ზრდიან წარმოებას ამ დეფიციტის შესავსებად.

შეკერინსკამ ხაზი გაუსვა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებების უდიდესი ნაწილი უკრაინაში სწორედ PURL-ის მეშვეობით შედის.

ცნობისთვის, PURL არის აშშ-ისა და NATO-ს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის შეძენილი ამერიკული იარაღის სწრაფ მიწოდებას. იგი 2025 წლის ზაფხულში ამოქმედდა.

დეკემბრის დასაწყისისთვის ინიციატივას მსოფლიოს 21 ქვეყანა შეუერთდა.

banner
წინა სტატიაში“სამშვიდობო გეგმა უკრაინის ევროკავშირში 2027 წლისთვის გაწევრიანებას ითვალისწინებს” – Financial Times
შემდეგი სტატია“უკრაინა ევროპის კონტინენტის განუყოფელი ნაწილია” – ფრიდრიხ მერცი