2025 წლის ბოლომდე, შესაძლოა, რუსეთს ტანკები დაუმთავრდეს – ISW

რუსეთს შესაძლოა ტანკები საბოლოოდ დაუმთავრდეს 2025 წლის ბოლომდე — ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ოკუპანტმა სახელმწიფომ უკვე დაკარგა თავისი ომამდელი ჯავშანტექნიკის ნახევარზე მეტი.

ამ დროისთვის საწყობებში დარჩენილია მხოლოდ 46% ტანკების, 42% ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და ჯავშანტრანსპორტიორების 48%. ამასთან, ტექნიკის დაკარგვის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება მისი შევსების შესაძლებლობებს- ანუ ყოველთვიურად საბრძოლო ტექნიკას ჯერადობით მეტს კარგავენ, ვიდრე ხდება ახლის გამოშვება, კანიბალიზაციის პირობებში დაკონსერვებული მარაგებიდან ჯავშანტექნიკის აღდგენა, თუ მოდერნიზაცია.

-ალფა სიხშირე-

banner
წინა სტატიაშიკონფლიქტი ოჯახის წევრთან – ხაშურში 60 წლამდე კაცი მოკლეს
შემდეგი სტატიააშშ-დან ევროპისკენ შვიდი C-17 Globemaster და სამი KC-135 Stratotanker გაიგზავნა