20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

2025 წელს საქართველოში საბურავების, საავტომობილო ზეთებისა და აკუმულატორების იმპორტმა 410 მილიონ ლარს გადააჭარბა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა 2025 წელს საქართველოში საბურავების, საავტომობილო ზეთებისა და აკუმულატორების იმპორტმა 410 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საქმე ისაა, რომ სააგენტომ შპს „ამბოლის“ მიერ შპს „ვისოლ ავტო ექსპრესის“ აქტივების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კომპანიები ავტო-პროდუქტებით ვაჭრობის სფეროში საქმიანობენ. ამიტომ, კონცენტრაციის შესაფასებლად ყურადღება გამახვილდა საავტომობილო აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ბაზრების შეფასებაზე.

სააგენტომ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2025 წელს საბურავების, საავტომობილო ზეთებისა და აკუმულატორების იმპორტის შესახებ. საბაჟო ღირებულება და იმპორტიორი კომპანიების რაოდენობა ასეთია:

საბურავების იმპორტი

ბაზრის მოცულობა – 190 730 782 ლარი
ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა – 138

საავტომობილო ზეთების იმპორტი

ბაზრის მოცულობა – 149 894 367 ლარი
ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა – 245
საავტომობილო აკუმულატორების იმპორტი

ბაზრის მოცულობა – 69 623 715 ლარი
ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა – 119
კონკურენციის სააგენტოს ანალიზის თანახმად, საავტომობილო ზეთების ბაზარი იმპორტის დონეზე დაბალკონცენტრირებულია, ამასთან, დაბალია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელი (ΔHHI). რაც შეეხება საავტომობილო საბურავებისა და აკუმულატორების ბაზრებს, იმპორტის დონეზე ორივე მათგანი ზომიერად კონცენტრირებულია და კონცენტრაციის ინდექსი მცირედით აღემატება დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელს.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბირჟებზე ოქრო და ვერცხლი ძვირდება
შემდეგი სტატიაევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს