11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

2025 წელს, საქართველოში, 32 ბავშვი გაშვილდა

2025 წელს, საქართველოში, 32 ბავშვი გაშვილდა. მშვილებელ პირთა რაოდენობა კი 1575-ს შეადგენდა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, გასული 2025 წლის მონაცემების მიხედვით, გასაშვილებელი სტატუსის მქონე 59 ბავშვი იყო.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადი, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში უნდა წარადგინოს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 ადამიანი შეადგინა
შემდეგი სტატიაზელენსკი მზადაა ვლადიმერ პუტინს რუსეთისა და ბელარუსის გარდა ნებისმიერ ადგილას შეხვდეს