26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

2025 წელს მართვის მოწმობაზე ქულები 560 მძღოლს ამოეწურა

2025 წელს საქართველოში მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100-ქულიანი ლიმიტი სრულად 560 მძღოლს ამოეწურა, რაც 2024 წლის მონაცემებთან შედარებით 200%-ით მეტია. ინფორმაციას BPN-ი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოქვეყნებული მონაცემებით, 2026 წლის მხოლოდ იანვარ-მარტის პერიოდში მართვის მოწმობაზე ქულები 165 091 პირს დააკლდა, ხოლო ლიმიტი სრულად 31-მა მძღოლმა ამოწურა.

რეგიონული სტატისტიკა (2026 წლის I კვარტალი):

ყველაზე მეტ მძღოლს ქულები დედაქალაქში დააკლდა, თუმცა ლიმიტის სრულად ამოწურვის შემთხვევები სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა:

თბილისი – დააკლდა – 49 053-ს, ამოეწურა – 7-ს

იმერეთი – დააკლდა – 18 398-ს, ამოეწურა – 3-ს

ქვემო ქართლი – დააკლდა – 18 176-ს, ამოეწურა – 6-ს

აჭარა – დააკლდა – 15 497-ს, ამოეწურა – 4-ს

სამეგრელო-ზემო სვანეთი – დააკლდა – 13 389-ს, ამოეწურა – 1-ს

კახეთი – დააკლდა – 13 360-ს, ამოეწურა – 2-ს

შიდა ქართლი – დააკლდა – 8 635-ს, ამოეწურა – 3-ს

სამცხე-ჯავახეთი – დააკლდა – 4 950-ს, ამოეწურა – 0

გურია – დააკლდა – 4 587-ს, ამოეწურა – 0

მცხეთა-მთიანეთი – დააკლდა – 3 198-ს, ამოეწურა – 1-ს

აფხაზეთი – დააკლდა – 845-ს, ამოეწურა – 0

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – დააკლდა – 681-ს, ამოეწურა – 0

სხვა – დააკლდა – 14 322-ს, ამოეწურა – 4-ს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: აფხაზეთში საწვავის შეტანა რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას ნიშნავს — ამ კომპანიას სანქციები არ ასცდება
შემდეგი სტატიაგვარამია კობახიძის განცხადებაზე: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა ქმედება, რომელიც არღვევს კონსტიტუციასა და დასავლურ სანქციებს