“2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება”

2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წელს მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული წვდომა ლიცენზირებულ და ხარისხიან წყალმომარაგებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაგრძელდება მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერა.

„ჩვენი გუნდისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვაა.

მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მომდევლო წლების განმავლობაში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ამისთვის კომპლექსური ღონისძიებების გატარება ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად.

თანამედროვე ევროპულ მიდგომებს, რა თქმა უნდა, უნდა დაეფუძნოს დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვა. მომდევნო 10 წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების ფართობი 800 000 ჰექტრიდან 1 მილიონ ჰექტრამდე გაიზრდება, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 17%-ს შეადგენს; დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უნდა გახუთმაგდეს.

ჩვენი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაინერგება წყლის რესურსების მართვის ევროპული სისტემა. უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა, უზრუნველყოფილი იქნება წყლის რაციონალური გამოყენება;

კიდევ უფრო გავამკაცრებთ ზომებს ბრაკონიერობის და ტყის გაჩეხვის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში“შეიქმნება გალის და ახალგორის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფცია”
შემდეგი სტატიადედოფლისწყაროში ერთ ჰექტრამდე ხორბლის ყანა დაიწვა