2024 წლის აპრილში უკრაინული დრონით ლიკვიდირებული ბოევიკი CIA დირექტორის მოადგილის შვილია

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილის შვილი მაიკლ გლოსი,რომელიც რუსეთის არმიის რიგებში მსახურობდა, უკრაინაშია ლიკვიდირებული. ის 2024 წელს დაიღუპა და იმავე წელს აშშ-ში დაკრძალეს. მაიკლ გლოსის დედა, ჯულიან გლოსი CIA დირექტორის მოადგილეა, მამა, ლარი გლოსი US Navy ვეტერანი და National Interest Security Company (NISC) აღმასრულებელი მენეჯერია.
მაიკლ გლოსი რუსეთში თურქეთიდან,საქართველოს გავლით 2023 წელს ჩავიდა და რუსეთის არმიის რიგებში ჩაეწერა.
ჯულიან გლოსის განცხადებით მისი შვილი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, თუმცა მალევე უკრაინის გენშტაბმა გაავრცელა კადრი, სადაც მას FPV დრონი ანადგურებს

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის აპრილის PLUS შეთავაზებები
შემდეგი სტატიასოფელ ჭალადიდში ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა- დაღუპულია ერთი ადამიანი