2024 წლიდან რუსული მატარებელი “ლასტოჩკა” სოჭი-სოხუმის მიმართულებითაც ივლის – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, იგეგმება სამგზავრო სარკინიგზო გადაზიდვების განვითარება. ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ მომავალი წელს “ლასტოჩკას” მატარებელი არა მარტო გაგრაში, არამედ სოხუმშიც ჩავა.

ე.წ. პრეზიდენტი ამბობს, რომ 2026 წელს დაგეგმილია რეისები ოჩამჩირეში.

ბჟანიას თქმით “ბიუჯეტიდან” გუდაუთის სადგურისა და ფსირცხას პავილიონის აღდგენისთვის თანხები გამოიყო.

banner
წინა სტატიაშიმესამე მსოფლიო ომი 2008 წელს დაიწყო, როცა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და ტერიტორიის ნაწილი დაიკავა – დანილოვი
შემდეგი სტატიასაქართველო და მოლდოვა რუსეთისგან ტერიტორიების გათავისუფლებას უკრაინაში ომის დროს თუ დაიწყებდნენ, ერთად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით ტერიტორიების დაბრუნების საკითხს, მაგრამ ეს მათი მთავრობების გადაწყვეტილებაა – დანილოვი