2024 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს გერმანია უმასპინძლებს

2024 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს გერმანია უმასპინძლებს – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა. გერმანიის გარდა ევრო-2024-ის პრეტენდენტი თურქეთი იყო. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 1988 წელს ჩატარდა.

უეფას ადმინისტრაცია აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დაწყებამდე იმ პოტენციურ რისკებზე საუბრობდა, რაც ჩემპიონატის თურქეთში ჩატარებას შეიძლებოდა მოყოლოდა. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. გარდა ამისა, უეფას ქვეყნის ინფრასტრუქტურისადმი პრეტენზიები ჰქონდა – “ბიბისი” წერს.

“გერმანიაში კი 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, ამიტომ ევრო-2024-ის აქ ჩატარება კარგი ვარიანტია” – გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ფრიდრიხ კურტიუსმა თქვა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – ჩვენი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახშია
შემდეგი სტატიასოლსბერიში სკრიპალების მოწამვლა: Bellingcat-ი მეორე ეჭვმიტანილის ნამდვილ სახელს მალე გაასაჯაროვებს