6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

“2023 წელს შესყიდული მანქანა ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სამსახურს” – ირაკლი კობახიძე

მანქანა შესყიდულ იქნა 2023 წელს სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ და ეს არ არის პრემიერ-მინისტრის ავტომობილი, იშვიათად გამოიყენება უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაზეც უსაფრთხოების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს ჰყავს „აუდის“ მარკის ავტომობილი, რომელიც ნამდვილად არ ღირს მილიონ ლარზე მეტი.

„მანქანას რაც შეეხება, ტყუილია. ეს არ არის პრემიერ-მინისტრის ავტომობილი. საუბარია მანქანაზე, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს, რომელიც არსებითად გამოიყენება სტუმრებისთვის და იშვიათად გამოიყენება ჩემი საჭიროებისთვის უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე. პრემიერ-მინისტრს ჰყავს „აუდის“ მარკის ავტომობილი, რომელიც ნამდვილად არ ღირს მილიონ ლარზე მეტი. ეს არის მარტივი ტყუილი. პირველი ტყუილი იყო, თითქოს მე შევისყიდე ეს მანქანა და ბოდიშის მოხდაც კი არ იკადრა. მეორე ტყუილი იყო ის, რომ თითქოს ეს არის პრემიერ-მინისტრის ავტომობილი, რაც არის ასევე ტყუილი. კონკრეტულ შემთხვევებში, უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, გამოიყენება ეს ავტომობილი. რეალურად, ეს არის სტუმრებისთვის განკუთვნილი ავტომობილი, რომელიც უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე იქნა შეძენილი 2023 წელს. ერთ ტყუილს მეორე ტყუილს ნუ დაამატებთ, ეს არ გეკადრებათ, ეს არ არის ის სტანდარტი, რომლითაც ადამიანი ასეთი ფორმის დებატებზე უნდა იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“უსაფრთხოების, მშვიდობისა და სახელმწიფოს აღდგენის ალტერნატივა არ არსებობს” – ზელენსკი
შემდეგი სტატიამესტიის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა