საქართველოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებების პენეტრაცია შინამეურნეობებზე 95.7%-ს შეადგენდა.
რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებზე ფიქსირებულ ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ყველაზე მაღალი პენეტრაციის მაჩვენებელი აჭარაში იყო და 137%-ს უტოლდებოდა. აჭარის შემდეგ, 136%-ით წარმოდგენილი იყო თბილისი. 98%-ით სამცხე-ჯავახეთი, ხოლო 85-85%-ით ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი. რაც შეეხება შიდა ქართლს, აქ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას შინამეურნეობების 72% მოიხმარდა. 66-66%-ით იყო წარმოდგენილი კახეთი და იმერეთი, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენდა. გურიის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 58%-ს, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში კი – 19%-ს უტოლდებოდა.
2023 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში. რაც შეეხება სოფლებს, საქართველოში სულ 3 385 სოფელია, საიდანაც 2 541-ში აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 31 სოფლით მეტია.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.