2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 99 ადამიანი ემსხვერპლა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 99 ადამიანი ემსხვერპლა. საანგარიშო პერიოდში სულ, ქვეყანაში 1 121 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან, 42 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 1 583 ადამიანი.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 3 066 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 16 ადამიანი, ხოლო ტრავმა მიიღო 59-მა. ხანძრების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 114 შენობა-ნაგებობა განადგურდა.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილია სამი დანაშაული, აქედან შსს-ს მიერ ერთი საქმეა გახსნილი.

წინა სტატიაშილუგანსკში რუსების მიერ განხორციელებულ დაბომბვას 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაჟვანიას ქუჩაზე სკვერი ეწყობა