2022 წლის მოსწავლეთა კომპანია ცნობილია

2022 წლის 14 მაისს, 14:00-დან 18:00 საათამდე, ალტე უნივერსიტეტის საკონფერენციო

დარბაზში, „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“-მ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების

სააგენტოს პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“

ფარგლებში, თიბისი და ალტე უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გამართა

ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამის „მეწარმეობის საფუძვლების“ სწავლების ფარგლებში

შექმნილი მოსწავლეთა კომპანიების კონკურსი „წლის მოსწავლეთა კომპანია“.

ღონისძიებაზე კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა ხუთმა საუკეთესო მოსწავლეთა

კომპანიამ ჟიურის წინაშე წარმოადგინა პრეზენტაცია, კომპანიის რეპორტი და მოკლე ვიდეო,, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა გამარჯვებული.

2022 წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანია გახდა გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული

აკადემიის კომპანია „IRIGO”. ეს არის კომპანია, რომელიც აწარმოებს ავტომატურ სარწყავ

სისტემას სახლის მცენარეებისთვის. მათი პროდუქტი ინოვაციურია და ბაზარზე მისი

ანალოგი არ არსებობს. მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში

ჩამოაყალიბეს კომპანია და აწარმოებენ პროდუქტის გაყიდვას, როგორც ონლაინ ასევე

სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებზე.

საქართველოს 2022 წლის „საუკეთესო მოსწავლეთა კომპანია“, საქართველოს სახელით

მონაწილეობას მიიღებს ევროპის ყველაზე მასშტაბურ „სამეწარმეო განათლების

ფესტივალში“ რომელიც წელს გაიმართება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 12-დან 14

ივლისის ჩათვლით.

ევროპის სამეწარმეო ფესტივალზე გაემგზავრებიან „წლის საუკეთესო

მასწავლებელი“ სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ მოგროშია

და „წლის სამეწარმეო სკოლის“ სსიპ ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის

წარმომადგენელი, მეწარმეობის პედაგოგი ინგა გეგეშიძე.

წინა სტატიაშირუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი უდიდესი უფასო ფოტობანკი Pixabay არ მუშაობს
შემდეგი სტატიარუსი გენერალი მიხეილ ზუსკო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ინფორმაციის მიწოდების გამო დააკავეს