2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი გაიზრდება, იგეგმება მერების ანაზღაურების გაორმაგებაც

ერთ-ერთი პრობლემა ჩვენს რეალობაში, ვუახლოვდებით რა არჩევნებს, არის მერების ხელფასები, რომელიც, მაგალითისთვის, შეადგენს დაახლოებით 1800-2000 ლარს, რაც აბსოლუტურად ამოვარდნილი და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საჯარო მოხელეების ხელფასები წლების განმავლობაში არ გაზრდილა, სამინისტროების დონეზე ცალკეული ლოკალური გადაწყვეტილებების გარდა.

„ამ საკითზე მთავრობას ერთიანი ხედვა არ წარუდგენია. ლაშა ხუციშვილმა რამდენიმე დღის წინ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში, 2022 წლის იანვრიდან, ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას. ეს აუცილებელია, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კერძო სექტორთან კონკურენციას. ამიტომ, აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ 2022 წლის იანვრიდან, ისევე, როგორც გავზრდით მერების ხელფასებს. გადაწყვეტილი გვაქვს გაორმაგება. წარმოუდგენელია, მერმა იმუშაოს 2000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს, უზარმაზარ ქალაქს, ბათუმს და ხელფასი ჰქონდეს 2000 ლარი. წარმოუდგენელია, ამიტომ ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას და ამას ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ, ისევე, როგორც ზოგადად, სხვა საჯარო მოხელეების ხელფასებს“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტიც უბრალოდ არ არსებობს არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან
შემდეგი სტატიაGlobal Banking & Finance Review-მ საქართველოს ბანკს „Decade of Excellence Banking Group Georgia 2021“ -ს ჯილდო გადასცა