2022 წლის ბოლომდე 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს, სანქციები უკვე მძიმედ ურტყამს პუტინს – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ის საუბრობს სანქციების ფორმებზე და განიხილავს მის ეფექტურობას.

“სასარგებლოა თუ არა სანქციები? კი, ის უკვე მძიმედ ურტყამს ვლადიმერ პუტინსა და მის თანამოაზრეებს, სანქციების გავლენა კი რუსეთის ეკონომიკაზე დროთა განმავლობაში გაიზრდება”, – წერს ბორელი.

ბორელი სტატიაში აღნიშნავს, რომ ევროკავშირი თანდათან თავისუფლდება რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან. მისი თქმით, სწორედ ეს აფერხებდა წარსულში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

“2022 წლის ბოლომდე ჩვენ 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს. გარდა ამისა, სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ეს გადაწყვეტილებები ეტაპობრივად გვათავისუფლებს დამოკიდებულებისგან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აფერხებდა ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს ვლადიმერ პუტინის აგრესიის წინაშე. მას ალბათ, სჯეროდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მასზე ენერგოდამოკიდებულების გამო. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არასწორი გათვლაა იმ მრავალთაგან, რომელიც რუსეთის რეჟიმმა ამ კონფლიქტის დაწყების დროს დაუშვა. ცხადია, რუსულ ენერგიაზე ასე სწრაფად უარის თქმა სერიოზულ პრობლემებს ქმნის ევროკავშირის ქვეყნებისა და რამდენიმე ეკონომიკური სექტორისთვის, მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია და საერთაშორისო სამართალი და ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს ამ პრობლემების გადასაჭრელად სრული სოლიდარობით”, – წერს ჯოზეფ ბორელი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყებაზე – ეს არის 1 მლრდ ევროს ღირებულების პროექტი, უნიკალური პროექტი, რომელიც მოიცავს მსოფლიო დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც უკვე სახეზეა და აშენებულია თავის
შემდეგი სტატიაჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კახეთში ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალი შეისწავლეს