33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

„2022 წელს ვინ იყო ხელისუფლებაში?“ – ინაშვილი პოლიციაში ძალადობის საქმეზე

რა გამართლება აქვს იმას, რომ დაკავებულების წამება,თურმე, 2022 წელს მოხდა? 2022 წელს “ქართული ოცნება” არ იყო ხელისუფლებაში? ან დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი?
ან იქნებ სხვა დაკავებულები მსგავს ფაქტებზე არ ლაპარაკობდნენ 2023- 2024- 2025- 2026 წლებში?! ლაპარაკობდნენ, მაგრამ “პოლიციელი გმირია”-ს ბანერებს ურტყამდით თავში ამ ხალხს. მე დიდ პატივს ვცემ პატიოსან პოლიციელებს, ეს მათ იციან, მაგრამ ყველა პოლიციელი არაა გმირი და რაც ვიხილეთ, ეს უბედურება მოსალოდნელი იყო, ამდენი აგრესიის, ძალადობის, ბოღმის, უპატიებლობის, “ნულოვანი თანაგრძნობის” ფონზე!
ყველას გრცხვენოდეთ, ვინც ამ ფაქტის “გათეთრებას” ცდილობთ! მთელი ხელისუფლებაა ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი!!!,-წერს ირმა ინაშვილი

banner
წინა სტატიაში„ეს არავინ იცოდა?“ – ბურჯანაძის კრიტიკული კითხვები პოლიციის განყოფილებებში შესაძლო ძალადობის შესახებ
შემდეგი სტატია„გიკვირთ ვინმეს? სამწუხაროდ, რომ არა“ – ჯინჯოლავა გავრცელებულ კადრებს ეხმაურება