2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საპარლამენტო ფრაქციების ფორმატში დღეიდან განიხილავენ

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 12, 2020 10:06

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საპარლამენტო ფრაქციების ფორმატში დღეიდან განიხილავენ

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა 12 ოქტომბრიდან საპარლამენტო ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება.

მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტზე დღეს ოპოზიციურ ფრაქციებში – “ნაციონალურ მოძრაობასა“ და “ევროპულ საქართველოში“ იმსჯელებენ.

ფინანსურ დოკუმენტს ოპოზიციონერ დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარუდგენს.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე.

წარდგენილი პროექტის მიხედვით, ჯამურად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, 17 მლრდ 71 მლნ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 1 მილიარდ 150 მლნ ლარით მეტია 2020 წლის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაში.

ყველაზე დიდ მხარჯავ დაწესებულებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმოადგენს, ამიტომ ძირითადი თანხები სწორედ ამ სამინისტროშია აკუმულირებული.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში გათვალისწინებულია 2 მლრდ 421 მლნ ლარი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის – 1 მლრდ 738 მლნ ლარი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 356 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტრო – 900 მლნ ლარი; ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო – 790 მლნ ლარი.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებას, წელს შეადგენს 156 მლნ ლარს და იგივე მოცულობის თანხა შენარჩუნებულია მომდევნო წელსაც.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 12, 2020 10:06