2021 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 9%-ით შემცირდა

2021 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.0%-ით ნაკლებია. 2021 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 622.7 ათასი შეადგინა, 2020 წლის პირველ კვარტალში კი 684.4 იყო.

საქსტატის ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5% – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.0% – მცირე ბიზნესზე. ამასთან, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 586.4 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 8.5% ნაკლებია.

2021 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 283.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 56.5 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 341.9 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 474.5 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 061.9 ლარი.

დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

თბილისი – 65.4%,
აჭარა – 8.1%,
იმერეთი – 6.9%,
ქვემო ქართლი – 5.8%,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.0%.

banner
წინა სტატიაშისააგენტო – პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა
შემდეგი სტატიადროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი – ამინდის პროგნოზი