2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძის დავალებით, 2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ახალგაზრდა სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება.

შესაბამისი განცხადება მთავრობის მეთაურმა წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნებისმიერი საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას იმ ხალხთან, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავს მის ღირსებას და თავისუფლებას, შესაბამისად, გმირი სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება მთავრობის ნომერ პირველი ამოცანაა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამხედროებისთვის ბინების მშენებლობის პროექტი, რომელიც თბილისში, მახათას მთაზე ხორციელდება და სადაც პირველ ეტაპზე ბინას 635 ოფიცერი მიიღებს.

ოფიცრების მიერ ჩამოყალიბებულ ამხანაგობას მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო დაახლოებით 10 ჰექტარ მიწას მახათას მთის ტერიტორიაზე მთავრობა პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად გადასცემს. მშენებლობის დასრულებისთანავე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, 2021 წლიდან, ახალგაზრდა სამხედროებისთვის, პროექტის მეორე ფაზა დაიწყება. სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მიმართული პროექტები საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის კონსორციუმს მოუწოდებს, უმოკლეს ვადებში წარადგინოს „კონტი ჯგუფის“ დასავლური ინვესტორით ჩანაცვლების გეგმა
შემდეგი სტატიადევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება