2021 წელს ჩვენ შევიძენთ საბრძოლო დრონებს – ღარიბაშვილი

თავდაცვის სამინისტრო 2021 წელს ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“ შეიძენს.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე თქვა, სადაც “ქართული ოცნება” მინისტრობის კანდიდატებს უსმენს. ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი წლის გეგმებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა:

„2021 წელს ჩვენ შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო დრონებს. სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფებს აღვჭურვავთ თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით, განვავითარებთ რადიოელექტრონულ და სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებებს – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

მისი თქმით, მომავალ წელს დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვაც.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – სასწრაფო დახმარების გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო შემცირდა
შემდეგი სტატიახელისუფლებამ ჩვენი მოთხოვნებიდან არც ერთი არ გაითვალისწინა – ლევან მესხელი