2020 წლისთვის „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეები იქნებიან – ისინი იქნებიან წარმატებული ადამიანები, ვისაც საზოგადოების ნდობა აქვს

2020 წელს „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეები იქნებიან წარმოდგენილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. დეპუტატის ინფორმაციით, კონსულტაციები დაწყებულია, რათა მმართველი პარტია 2020 წლისთვის ახალი პროგრამითა და განახლებული გუნდით წარსდგეს. მისივე თქმით, კომუნიკაცია მიმდინარეობს ყველა თაობის წარმომადგენელთან – ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, აკადემიურ წრეებთან, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

„გამოცდილ ადამიანებთან და წარმატებულ პოლიტიკოსებთან ერთად, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები არიან, 2020 წლისთვის „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეებიც იქნებიან. ახალი სახეები იქნებიან ყველა თაობის წარმომადგენლები, წარმატებული ადამიანები, ვისაც საზოგადოების ნდობა აქვს და რეალური შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართულობით სიკეთე მოუტანონ ქვეყანას“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე აფხაზეთში კრიპტოვალუტების წარმოებაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ანტისახელმწიფოებრივ ტყუილს უწოდებს
შემდეგი სტატიასამედიცინო დასკვნის თანახმად, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილს მთელ სხეულზე – კიდურებზე, თავზე, სახის არეში დაზიანებები ჰქონდა, უშუალოდ სიკვდილის მიზეზი კი გაგუდვაა