2020 წლისთვის ელექტროგადამცემი ხაზების სრული მოდერნიზაცია დასრულდება

საქართველოს ენერგეტიკული და სამრეწველო განვითარების მდგრადობისთვის აუცილებელია, გადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის კავშირები მეზობელ ქვეყნებთან იყოს თანამედროვე სტანდარტის და უზრუნველყოს საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტი და საჭიროებს შემთხვევაში შეუფერხებელი იმპორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა დროის რა მონაკვეთში უნდა აშენდებს გადამცემი ხაზები.

„2020 წლისთვის ჩვენ დავასრულებთ ელექტროგადამცემი ხაზების სრულ მოდერნიზაციას. ასე შეიკვრება ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ყველა ამ პროექტის განვითარების შედეგად და ეს თვისობრივ და ხარისხობრივ ცვლილებას მოახდენს ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ ეს არის ძალიან რეალისტური და განხორციელებადი გეგმა. რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს, დღეს ჩვენ, საარჩევნო კაპანიის პარალელურად ვმუშაობთ ამ გეგმის გახორციელების პერიპეტიებზე, როდის რა უნდა დაიწყოს, რა რესურსებით ვაკეთებთ და არჩევნების დასრულებისთანავე, დარწმუნებული ვარ, მოგვეცემა საშალება, დავიწყოთ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გეგმის განხორციელება, საინვესტიციო მიმართულებით მუშაობა, რომ სწორი პარტნიორობის მოდელების შედეგად, თითოეული მოზიდული დოლარი გავამრავლოთ კერძო სექტორიდან მოზიდული თანხის მეშვეობით და გავაკეთოთ სწორი პარტნიორობა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს
შემდეგი სტატიამსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 159 ქვეყანას შორის მეხუთე საფეხურს იკავებს